სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  მოგზაურობა  რუსეთში

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და  გაეცნობიან ქვეყნის კულტურას   

3. პროექტის აქტუალობა:აღნიშნული პროექტის საშუალებით  მოსწავლეები ,რუსი მეგობრების დახმარებით დაეუფლებიან რუსულ ენას , გაიზიარებენ ცოდნა გამოცდილებას  რომელიც გამოადგებათ ცხოვრებაში.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეისწავლონ რუსული ენა  , გაიცნონ რუსეთის ისტორია, კულტურა და გაუზიარონ გამოცდილება და იფორმაცია.
·       რუსული ენის შესწავლა
·       მოსწავლეები დაეუფლებიან რუს მეგობრებთან მარტივი დიალოგს,
·        კომუნიკაციას ,გაგება- გააზრებას,
·         თანამშრომლობას , ცოდნასა და გამომოცდილებას  გაზიარების უნარ -ჩვევებს.


5. მონაწილეთა ასაკი:   10-12

6. ვადები/ხანგრძლივობა:  ორი კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები  შეძლებენ მარტივ კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით,გაუზიარებენ   ინფორმაციას  ბუკლეტი( მაგალითათ ქვეყნის ღირშესანიშნაობები) და გააკეთებენ პრეზენტაციას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სოციალური ქსელი ,კომპიუტერი ,პრინტერი ,საბეჭდი ქაღალდი,შესაბამისი ლიტერატურა.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·       თემის შერჩევა,  მოსწავლეებს თავად მივცემ საშუალებას  შეარჩიონ თემა
·       მიზნის  ჩამოყალიბება : გაიაზრონ ამ პროექტის ძირითადი არსი  და გამოყონ პრიორიტეტული საკითხი.
·       მოვალეობების გადანაწილება ,მოსწავლეებს მივცემ საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში  აიღონ პასუხისმგებლობა
·       პრეზენტაცია ,ჯგუფი თავად შეარჩევს აქტიურ პრეზენტატორს და დააკეთებს პრეზენტაციას
·       შეფასება მოსწავლები კარგად იცნობენ შეფასების რუბრიკას და  გააკეთებენ თვით შეფასებას და ურთიერთ შეფასებას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორია , გეოგრაფია,  ხელოვნება

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლამზირა მუზაევი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:l. muzaevi@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://lamziramuzaevi.blogspot.com/

No comments:

Post a Comment